თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის სასკოლო სამოქალაქო კლუბის მცირე გრანტის პროექტი ,,კვამლში გახვეული ახალგაზრდობა“ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ეხება. მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო აქცია მოაწყვეს.
მათ დაამზადეს თემატური პოსტერები, ფლაერები და მოაწყვეს მსვლელობა სოფელში. მოსწავლეები ყველა შემხვედრს და დაინტერესებულ ადამიანს უხსნიდნენ რაოდენ მავნებელია თამბაქოს მოხმარება და ნიკოტინის ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე.
კლუბის წევრები, ასევე მსვლელობის დროს, ყველა მწეველს სიგარეტის სანაცვლოდ კანფეტს სთავაზობდნენ. აქციამ, სოფელში უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და საკმაოდ საინტერესოდ განხორციელდა.