2015 წლის 21 მარტს, თბილისში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით რეგიონული „მრგვალი მაგიდა“ გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის სამოქალაქო განათლების ექსპერტმა, ბ–ნმა ნიკო სილაგაძემ პედაგოგებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესატანი ცვლილებები გააცნო, რომელიც სამოქალაქო განათლების მიმართებით იგეგმება.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. აღნიშნული, მოსალოდნელი ცვლილებები შეეხება, როგორც სამოქალაქო განათლების საგნის სწავლებას, ასევე დაწყებითი კლასების სასწავლო თემატიკას, შესაბამისად, შეხვედრას პროგრამის “მომავლის თაობა” თბილისის რეგიონის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების და დაწყებითი კლასების პედაგოგები დაესწრნენ.