წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის №2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში სკოლაში არსებული პრობლემის მოგვარება გადაწყვიტეს. სანიაღვრე არხის მოუწესრიგებლობის გამო, სკოლის ეზო მცირე ნალექის დროსაც კი იტბორებოდა.
ეს აისახებოდა სკოლის სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე, ზიანდებოდა სკოლის საძირკველი. არსებული პრობლემა ხელს უშლიდა სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვას.
პროექტის დაფინანსების შემდეგ საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე მოიწვიეს მშობლები, თემის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებმაც პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულობის მზაობა გამოთქვეს. ა.წ.
10 მარტს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყო და გაიწმინდა 80 მეტრი სიგრძის სანიაღვრე არხი. სამუშაო პროცესში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო კლუბის წევრებმა, მშობლებმა, სკოლის ადმინისტრაციის და თემის წარმომადგენლებმა, სულ 22 ადამიანმა.