საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს, სამართლიანი არჩევნებისა და ათინათის საერთო კამპანიის ფარგლებში რეგულარულად ტარდებოდა საინფორმაციო შეხვედრები სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან და მოსწავლეებთან. შემაჯამებელი ღონისძიება ზუგდიდში გაიმართა, რომელსაც უძღვებოდნენ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური და მოწვეული სპიკერები: ლადო აფხაზავა და ზვიად ქორიძე. სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდნენ წამახლისებელი პრიზებით.