2015 წლის 25 თებერვალს გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში გაიმართა ღონისძიება ,,მომავლის თაობა გმობს ძალადობას“. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ძალადობის თემაზე მომზადებული ფორუმ თეატრის სპექტაკლი, რის შემდეგაც დამსწრე აუდიტორიამ იმსჯელა ძალადობის პრევენციის გზებზე.

შეხვედრაზე სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მათ სკოლებში ძალადობის თემაზე ჩატარებული ღონისძიებების შესახებ და სასკოლო კონკურსებში გამოვლენილი საუკეთესო ნაშრომები: ნახატები, თხზულებები. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებმა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია გამართეს ქ.

ოზურგეთის ცენტრალურ სკვერში და მშვიდობის ნიშნად გაუშვეს ფრანები. ღონისძიებაში ჩართული იყვნენ ურეკის, საჭამიასერის, კოხნარის, გურიანთის, სოფელ ოზურგეთის, კონჭკათის, ქვემო ბახვის, მაკვანეთის, ჯურუყვეთის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები და ოზურგეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლის – ,,მომავლის სხივი“ აღსაზრდელები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, ოზურგეთის კულტურის ცენტრისა და მედიის წარმომადგენლები, სულ 50 ადამიანი.