2015 წლის 26 თებერვალს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის ჩატარდა მოდელირებული ტრენინგი ადვოკატირების კამპანიის განხორციელების და უსაფრთხო გადაადგილების შესახებ. ტრენინგი აჭარის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის ტრენერების ფასილიტაციით ჩატარდა.
ტრენინგს სამოქალაქო კლუბების 25 წევრი დაესწრო. ტრენინგის შემდეგ, მონაწილეებმა დაგეგმეს საინფორმაციო აქცია სახელწოდებით „ვისწავლოთ სწორი გადაადგილება“.
აქციის მიზანი უსაფრთხო მოძრაობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. აქციას მათი თანატოლები და კლუბის სხვა წევრებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა მოაწყვეს ქუჩაში მსვლელობა აღნიშნული თემატიკის პლაკატებით და დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები. სამოქალაქო კლუბების წევრები ფეხით მოსიარულეებს და მძღოლებს მოუწოდებდნენ საგზაო წესების დაცვის და უსაფრთხო გადაადგილებისკენ. აქციაში მონაწილეობა 50 – მდე მოსწავლემ მიიღო.