2015 წლის 20 თებერვალს იმერეთის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის   სასწავლო ვიზიტი მოეწყო საქართველოს პარლამენტსა და ქუთაისის იუსტიციის სახლში, რომელშიც 24 მოსწავლე მონაწილეობდა. საქართველოს პარლამენტში მოსწავლეებმა დაათვალიერეს პარლამენტის შენობა, სხდომათა დარბაზი, გაეცნენ საპარლამენტო კომიტეტების და მედია ცენტრის მუშაობის პრინციპებს.

მოსწავლეები პარლამენტის პლენარულ სესიასაც დაესწრნენ. სხდომაზე დებატები მიმდინარეობდა საგარეო პოლიტიკურ თემებზე.

სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა მოისმინეს ლექცია პარლამენტის შენობის არქიტექტურის შესახებ. ქუთაისის იუსტიციის სახლში მოსწავლეები იუსტიციის სახლის სერვისებს, ამ სერვისებით სარგებლობის წესებს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურებს და  სამოქალაქო რეესტრის სხვადასხვა მომსახურეობებს გაეცნენ.

სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა დაათვალიერეს თანამშრომელთა სამუშაო ადგილები. ახალგაზრდებს იუსტიციის სახლის სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებმა  დეტალურად გააცნეს იუსტიციის სახლის ბრენდები.