2015 წლის 20 თებერვალს, იმერეთის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები თიბისი ბანკის ქუთაისის ფილიალის დირექტორს, ბატონ პაატა წოწონავას შეხვდნენ. შეხვედრას 26 კლუბის წევრი ესწრებოდა.
ბატონი პაატა ახალგაზრდებს საქართველოში ერთერთი ყველაზე წარმატებული ბანკის მიერ განვლილ გზაზე ესაუბრა. მოსწავლეებს გააცნო თავისი მიღწევები და სამსახურეობრივი ფუნქციამოვალეობები და წარმატების საიდუმლო: „მთავარია მკაფიო მიზანი გქონდეთ და ყველა თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი ამ მიზნის მისაღწევად იყოს მიმართული, მაშინ წარმატება გარანტირებულია“განაცხადა პაატა წოწონავამ.
სამოქალაქო კლუბების წევრები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და დაინტერესდნენ ისეთი საკითხებით, როგორიცაა: ბიზნესის განვითარება; ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობები ახალგაზრდებისათვის; მომხმარებელთა ინტერესების დაცვა; სესხები და იპოთეკა; და რატომ არის თიბისი ბანკი- „განსაკუთრებული არჩევანი“?!
„ისეთი შეხვედრა იყო, პროფესიის არჩევის გადაწყვეტილებაში რომ დაგეხმარება, ბატონი პაატა ძალიან საინტერესო ადამიანი და არაჩვეულებრივი მოსაუბრეა“ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა ქუთაისის მე20 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა დემურ დანგაძემ. შეხვედრის დასასრულს სტუმარმა ახალგაზრდებს თიბისი ბანკის საინფორმაციო ფლაერები და გამოცემები გადასცა.