პროგრამის ფარგლებში აკადემია სამი მიმართულებით მუშაობს: ამზადებს ონლაინ კურსებს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, ქმნის მოსწავლეთა თვითმმართველობების ქსელს სკოლებს შორის და უზიარებს სკოლებს გამოცდილებას დემოკრატიული მართვისა და სწავლების შესახებ.„სკოლა დემოკრატიულია მაშინ, თუ მის მართვაში ჩართულები არიან სასკოლო საზოგადოების წევრები, მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და ადმინისტრაცია. დამატებით აუცილებელია, რომ სკოლაში სწავლაც დემოკრატიულად იყოს ორგანიზებული. ამ შემთხვევაში მოსწავლე საგანმანათლებლო პროცესის სუბიექტია და არა ობიექტი. მასწავლებელი არა უბრალოდ სხვისი დირექტივების შემსრულებელია, არამედ აქვს შესაძლებლობა კოლეგებთან და ასევე მოსწავლეებთან კონსულტაციით განსაზღვროს სწავლებისთვის სასარგებლო შინაარსი და მიდგომები.“ – ამბობს სიმონ ჯანაშია, აკადემიის წარმომადგენელი და განათლების ექსპერტი. აკადემიაში სწავლების ცენტრალურ ელემენტს ჰარკნესის მეთოდი წარმოადგენს, რომელიც დისკუსიას ეფუძნება და მოსწავლეებს ეხმარება განივითარონ აზროვნების, დასაბუთებული მსჯელობის, ცნებებზე დაკვირვების და მათი ღრმა გააზრების უნარები.„ჰარკნესის მეთოდს შეუძლია დადებითი გავლენა იქონიოს მოსწავლეების მოტივაციაზეც, რისი ნაკლებობაც მრავალ მასწავლებელს საქართველოში პრობლემად მიაჩნია.“ – ამბობს სიმონ ჯანაშია და იმედოვნებს, რომ პროგრამის დასასრულს სასკოლო საზოგადოების წევრებს ექნებათ უფრო მეტი გამოცდილება, მეტი რესურსი და რაც მთავარია მეტი სურვილი, რომ საქართველოში სკოლებში გაძლიერდეს დემოკრატიული მართვისა და სწავლების მიდგომები.
Related posts
სიახლე
რაჭაში, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეები ღვინის საწარმო ალვაზს ესტუმრნენ.
ოქტომბერი 24, 2024