2015 წლის 16 თებერვალს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, სოფელში სუფთა გარემოს შექმნის მიზნით, საინფორმაციო კამპანია და დასუფთავების აქცია ჩაატარეს. თემის წევრებისა და მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით კლუბის წევრებმა სკოლაში კედლის გაზეთი გამოუშვეს, საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს და სოფლის მოსახლეობას დაურიგეს.
დასუფთავების აქციის შემდეგ, მოსწავლეთა თხოვნით, სოფლის გამგეობამ შეგროვებული ნაგვის ტრანსპორტირება უზრუნველყო. სამოქალაქო კლუბის წევრები ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ და სოფელში ნაგვის ურნების დამატებასთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებენ.
,,ხელოვნური ნაგავსაყრელი და სანაგვე ურნების ნაკლებობა დიდ პრობლემას წარმოადგენს სოფლისათვის. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო კლუბის 27 წევრმა, სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა“ – სთქვა ეკა ხატიაშვილმა, პატრიკეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მეურვე პედაგოგმა.
,,დასუფთავების აქცია და თუნდაც ნაგავსაყრელების გაუქმება პრობლემას ვერ მოაგვარებს, ჩვენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტს უნდა მივმართოთ თხოვნით, სოფელში ნაგვის ურნების დამატებასთან დაკავშირებით;; განაცხადა სამოქალაქო კლუბის ლიდერმა მარიამ სულაბერიძემ.