2015 წლის 10 თებერვალს კახეთის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა ერთობლივი საინფორმაციო აქციით აღნიშნეს ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების საერთაშორისო დღე. მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერები და მსვლელობა მოაწყვეს თელავის ქუჩებში.
აქციის შემდეგ სასკოლო სამოქალაქო კლუბის ლიდერმა მოსწავლეებმა საკუთარ სკოლებში ჩაატარეს საუბრები უმცროს კლასელებთან, თუ როგორ შეგვიძლია დავიცვათ მოზარდები მორალური და ფსიქიკური ზიანისგან ისე, რომ ინტერნეტთან კავშირი არ შევზღუდოთ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 14 კლუბის 170 მა მოსწავლემ.