კახეთის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბის ლიდერი მოსწავლეები, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, დაესწრნენ ტრენინგს „ეფექტური თანამშრომლობა მედიასთან“. ტრენინგზე მოსწავლეები გაეცნენ პრესრელიზის მომზადებას, მედიასთან ურთიერთობის დეტალებს და ეფექტური ფოტოების გადაღებას.

ტრენინგის თეორიულ ნაწილს, ასევე ერთვოდა პრაქტიკული სავარჯიშოები. ტრენინგზე მიღებული ცოდნა დაეხმარება მოსწავლეებს მედიის მეშვეობით ეფექტურად გაავრცელონ ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ და უფრო მეტი მოსწავლე მოიზიდონ სამოქალაქო საქმიანობაში მონაწილეობისთვის.