2015 წლის 30 იანვარს, საზოგადოება „ბილიკში“, პროგრამის „მომავლის თაობა“  შიდა ქართლის რეგიონის 5 პარტნიორი სკოლის 15 მოსწავლე დაესწრო ტრენინგს „რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ“. ტრენინგის მიზანი იყო ვაჟებისთვის   ცოდნის  გადაცემა გენდერის, ქალის და მამაკაცის გენდერული როლის,  გენდერული ძალადობის, კომუნიკაციის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის  შესახებ.

ტრენინგი, ასევე გარკვეულწილად  ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ  ახალგაზრდა მამაკაცებისათვის ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. „გენდერული თანასწორობის მიღწევა მხოლოდ ქალთა გაძლიერებით შეუძლებელია და აქ მამაკაცების როლი ძალიან მნიშვნელოვანია,  ჩვენ არ გვაქვს მსგავს საკითხებზე ინფორმაცია, არ ვიღებთ ცოდნას სკოლაში,  ხშირად  გაკვეთილი, სადაც საუბარია  ადამიანის ანატომიაზე და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, არ ტარდება“  – განაცხადა ტრენინგის ერთ-ერთმა  მონაწილემ.

“ტრენინგი დაეხმარება მათ გააცნობიერონ გენდერული თანასწორობის დამკვიდრების მნიშვნელობა – მამაკაცების განსაკუთრებული როლი არსებული სტერეოტიპების რღვევის პროცესში. თუ რა მნიშვნელობა აქვს მათ როლს ჰარმონიული საზოგადოების შექმნისთვის და მდგრადი განვითარებისთვის.”-აღნიშნა ტრენერმა ხვიჩა პოსოშვილმა.