2014 წლის 29 დეკემბერს, თბილისის №192 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა „ჩვენ“ განახორციელა ინიციატივა „ერთად გავაფერადოთ სამყარო“,რომელიც მიზნად ისახავდა ორგანიზაციის „პირველი ნაბიჯი საქართველო“ სარეაბილიტაციო დღის ცენტრის ბენეფიციარების ინტეგრაციას საზოგადოებაში. ორგანიზაცია 1998 წლიდან არსებობს და ამჟამად დღის ცენტრი 55-მდე შშმ ბენეფიციარს ემსახურება.

ინიციატივის განხორციელება მოსწავლეებმა ორგანიზაციაში „პირველ ნაბიჯი“ ვიზიტით დაიწყეს, რომლის დროსაც ბენეფიციართა საჭიროებებს გაეცნენ. პარალელურად კლუბის წევრებმა დაიწყეს ადვოკატირების პროცესი, რომლის შედეგადაც სუპერმარკეტმა “დიდი დიღომი“ ბენეფიციარებისთვსი გამოყო სურსათი და ტკბილეულობა.
2014 წლის 29 დეკემბერს მოსწავლეებმა დღის ცენტრის აღსაზრდელებს მიუტანეს საჩუქრები და ჩააუტარეს სახალისო გაკვეთილი. კლუბის წევრებმა ორგანიზაციის „პირველი ნაბიჯი“ აღსაზრდელებთან ერთად დაამზადეს ხელნაკეთი ნივთები.

ერთობლივმა მუშაობამ ხელი შეუწყო კლუბის წევრებისა და შშმ ბავშვების დამეგობრებას. „ძალიან გვიხარია, რომ მოსწავლეებმა ერთი დღე გაუხალისეს ჩვენს ბავშვებს, იმედია მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება“ -აღნიშნეს დღის ცენტრის პედაგოგებმა. №192 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „ჩვენ“ წევრი მოსწავლეები კვლავაც აპირებენ დღის ცენტრში ვიზიტს და ბავშვებთან მეგობრობის გაღრმავებას.