2014 წლის 23-24 დეკემბერს პროგრამის „მომავლის თაობა“ თბილისის რეგიონის პარტნიორი 15 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბების 30 მოსწავლე დაესწრო ტრენინგს „როგორ გადავიღოთ ეფექტური ფოტო“. ტრენინგი სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებს, მოხალისეობრივ საწყისებზე, ჩაუტარა მოყვარულმა ფოტოგრაფმა მინდია გაბაძემ და ონლაინ რადიოს „ახალგაზრდული თავისუფლება“ ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა ნინი ქეთელაურმა.

კლუბის წევრები გაეცნენ ფოტოს გადაღების წესებს და შეიძინეს ის მნიშვნელოვანი უნარჩვევები, რომლებსაც გამოიყენებენ კლუბების მუშაობის ამსახველი ფოტომასალის გადაღების დროს. ონლაინ რადიოს „ახალგაზრდული თავისუფლება“ ჟურნალისტმა ნინი ქეთელაურმა აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში მოსწავლეების მიერ დაგეგმილი საქმიანობა და სამოქალაქო აქტივობები ემთხვევა ონლაინ რადიოს თემატიკას, რაც ხელს შეუწყობს მომავალ თანამშრომლობას და პროგრამის ფართო გაშუქებას.