2014 წლის 30 დეკემბერს გაჭედილის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის “მომავლის იმედით” წევრების ინიციატივით ჩატარდა საქველმოქმედო აქცია სოფელ ბალდაში მცხოვრები მათი თანატოლების დასახმარებლად, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან. მოსწავლეებმა ინფორმაცია აქციის შესახებ თემში გაავრცელეს.
ინიციატივას მხარი დაუჭირეს როგორც სამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებმა. აქციის შედეგად შეგროვილი ტანსაცმელი, სურსათი და მედიკამენტები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცა.