პროექტის საწყის ეტაპზე, მოსწავლეებმა შექმნეს კითხვარი და როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ ფორმატში ნაადრევი ქორწინების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა გამოკითხეს. რა იცით ნაადრევი ქორწინების შესახებ? არსებობს თუ არა ნაადრევ ქორწინებაში მშობლების ზეგავლენა? რა არის ნაადრევი ქორწინების ძირითადი მიზეზები? – ამ თემებზე მოსწავლეები კვლევას ისევ აგრძელებენ.

ნაადრევი ქორწინების უარყოფითი შედეგების განხილვის მიზნით, მოსწავლეები პროექტის ფარგლებში ექიმს და იურისტს შეხვდებიან. ისინი, ასევე გეგმავენ აღნიშნულ თემაზე იმ ახლომდებარე სოფლის სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ, სადაც ნაადრევი ქორწინების ფაქტები ხშირია.წარმატებები სოფელ იყალთოს სკოლის მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან და სასარგებლო საქმეში!