ეხვედრას, რომელიც აჭარის რეგიონში სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ მიღწევებს და სასკოლო სამოქალაქო პროექტების მხარდაჭერას ეხებოდა მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, პარტნიორი სკოლების დირექტორები და პროგრამის კურსდამთავრებულები დაესწრნენ. მონაწილეებმა ისაუბრეს რეგიონში მოსწავლეების მიერ სათემო საჭიროებების მოგვარების მიზნით განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე და შეაჯამეს პროგრამის შედეგები და აქტივობები.
სასკოლო პროექტების სამომავლო მხარდაჭერის მიზნით შეხვედრის მონაწილეებს შორის თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები დაიგეგმა. „აჭარის რეგიონში USAID – ის მხარდაჭერით განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროგრამა, ჩვენი რეგიონის სკოლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გაერთიანების ისეთ ძლიერ პლატფორმად იქცა, სადაც ერთმანეთზე ზრუნვა, სიახლეების ძიება და გამოცდილების გაზიარება საქმიანობის ძირითადი პრინციპებია.
მოხარული ვარ, რომ სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს რეგიონში პროგრამის ,,მომავლის თაობა“ განმახორციელებელ მხარეებთან. მადლობას ვუხდი პროგრამის ყველა მხარდამჭერს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისათვის“.
ამბობს ქ-ნი მაია ხაჯიშვილი, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.