საკლუბო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით მათი სკოლის ტერიტორიაზე არსებული მჟავე წყლის სათავე მოაპირკეთეს, დაასუფთავეს მიმდებარე ტერიტორია და მჟავე წყალი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადეს. წყლის სამკურნალო თვისებების შესწავლის მიზნით, მოსწავლეები მომავალში მჟავე წყლის ანალიზის ჩატარებას გეგმავენ.
ამის შემდეგ კი, ადგილობრივი ბუნებრივი რესურსის ფართოდ პოპულარიზაციას მოახდენენ. “სკოლაში არსებული მჟავე წყალი იყო შეუმჩნეველი, თითქმის არცერთმა მოსწავლემ არ იცოდა წყლის დანიშნულება და მნიშვნელობა.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეწესრიგებინა და ყველასთვის თვალსაჩინო გაგვეხადა წყაროს ტერიტორია. მომავალში ჩემს მეგობრებთან ერთად არსებული ბუნებრივი რესურსის სამკურნალო თვისებების პოპულარიზაციას ვგეგმავთ, ამით ჩვენ დაბა მესტიაში შიდა ტურიზმის გაზრდასაც შევუწყობთ ხელს“.
– ამბობს ნანა ხოჯელიანი, მესტიის №2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე