მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ადგილობრივ თემში საინფორმაციო კამპანია აწარმოეს. ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ჩვევების უარყოფითი ზეგავლენის და ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ მოსწავლეებმა საინფორმაციო პოსტერები დაამზადეს და სოფელში თვალსაჩინო ადგილებზე გამოაკრეს.

ამავე თემაზე დამზადებული ბროშურები კი მოსახლეობას დაურიგეს და მათ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვისკენ მოუწოდეს.