2021 წლის 10 აპრილს, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა” ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. კონფერენცია გაშუქდა პროგრამის ფეისბუკ გვერდზე ლაივის საშუალებით.

კონფერენცია გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, მინისტრის მოადგილემ ქ-ნ ეკა დგებუაძემ, მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბ-ნ ბერიკა შუკაკიძემ და პროგრამის „მომავლის თაობა” დირექტორმა ქ-ნ მარინა უშვერიძემ. კონფერენციის მსვლელობისას, სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებაზე, პედაგოგები საქართველოს ყველა რეგიონიდან სამოქალაქო განათლების სფეროში ექსპერტების მიერ მიწოდებულ სიახლეებს გაეცნენ, მოისმინეს პრეზენტაციები და გაიზიარეს ერთმანეთის გამოცდილება.