თბილისის №118 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის თემაზე გამოკითხვა ჩაატარეს და თემის წევრების დამოკიდებულება შეისწავლეს. გამოკითხულთა უმრავლესობამ სოციალური არასტაბილურობა და განათლების ნაკლებობა მიიჩნია მთავარ პრობლემად.გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით მათ შემდეგ ნახატები, ვიდეოები და პრეზენტაციები მოამზადეს, რომლებშიც გენდერული სტერეოტიპები და დისკრიმინაციის საკითხები წარმოაჩინეს.

მოსწავლეებმა შეაგროვეს ინფორმაცია ცნობილი ქალების შესახებ, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე, და მოამზადეს პრეზენტაციები. ასევე მოამზადეს პოსტერები, რომლებიც ძალადობის სხვადასხვა მაგალითებს ასახავდნენ.

პოსტერებზე განათავსეს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ძალადობას და რა რეაგირება მოახდინონ მასზე.ამით მოსწავლეები შეეცადნენ ქალის როლი სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოეკვეთათ და გენდერული თანასწორობისათვის ხელი შეეწყოთ.მოსწავლეთა საუკეთესო ნამუშევრები ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.