სოფელ ქვედა საზანოს №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დაბალი კლასის მოსწავლეებს ჰიგიენის წესების დაცვის აუცილებლობაზე ესაუბრნენ. შეხვედრა ღია სივრცეში ჩატარდა.
მოსწავლეებმა COVID19-ის პრევენციის მიზნით, სკოლაში შემოღებულ რეგულაციებზე გაამახვილეს ყურადღება. განმარტეს რა მნიშვნელობა აქვს პირბადის ტარებას, დისტანციის და სისუფთავის დაცვას COVID19-ისა და სეზონური ვირუსის თვიდან ასაცილებლად.აღნიშნულ შეხვედრამდე მოსწავლეები სოფლის ამბულატორიის ექიმს შეხვდნენ და როგორც COVID19-ის, ასევე სეზონური ვირუსის თვიდან აცილების აუცილებელ ჰიგიენურ ნორმებზე მიიღეს ინფორმაცია, რომელიც შემდგომ თანატოლებსაც გაუზიარეს.