სოფელ ტეზრის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით და სკოლის დირექციის დახმარებით სოფელში სამოქალაქო განათლების კვირეული ჩატარდა. სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა თანატოლებს ბუნების დაცვის, მოხალისეობის, ძალადობისა და ნაადრევი ქორწინების პრევენციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„ვფიქრობ, რომ არდადეგების პერიოდში ჩატარებულმა სამოქალაქო განათლების კვირეულმა მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას შეუწყო ხელი. კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები, დისკუსიები, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ჩვენება, გასართობ-შემეცნებითი და ინტელექტუალური თამაშები.

მონაწილეებმა გაიღრმავეს გუნდური მუშაობის და პრეზენტაციი უნარები, ასევე ისწავლეს ნარჩენების სწორად გამოყენება და მათგან ახალი ნივთების შექმნა და სახვადასხვა თემებზე ფორუმთეატრის ორგანიზება“ – ამბობს დალი ორაშვილი, სოფელ ტეზრის სასკოლო სამოქალაქო კლუბის ლიდერი.