გურიის რეგიონის მოსწავლეებმა ჯანსაღი კვების მნიშვნელობისა და სურსათის უვნებლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება გადაწყვიტეს.დეტალური ინფორმაცია სურსათის უვნებლობის საკითხებზე მათ საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისგან მიიღეს.
ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი შემდეგ პოსტერები მოამზადეს სურსათის უვნებლობის სტანდარტების, რეგულაციების, ტერმინოლოგიისა და რეკომენდაციების შესახებ.პოსტერებზე მითითებულია ცხელი ხაზის ნომერიც და საკონტაქტო ინფორმაცია იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც სურსათის უვნებლობის საკითხებზე მუშაობენ. მოსწავლეებმა პოსტერები სოციალური მედიის საშუალებით გაავრცელეს.