პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს და თანატოლებს სამოქალაქო ჩართულობისკენ მოუწოდეს.ახალქალაქის №2 სომხური სექტორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თანატოლებში კმაყოფილების კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგებზე დაყრდნობით ვიდეორგოლი მოამზადეს და მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს წარმოადგინეს. შეხვედრაზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის პროექტი განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობა დაგეგმეს.