„იმოძრავეთ უსაფრთხოდ“ –
ეს არის საგზაო უსაფრთხოების კამპანიის სლოგანი, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში პარტნიორი
სკოლების მოსწავლეთა მიერ არის ინიცირებული.მათ მოიძიეს ინფორმაცია და არსებული სტატისტიკა საგზაო
შემთხვევებისა და, კერძოდ, ალკოჰოლური ზემოქმედებით გამოწვეული შემთხვევების შესახებ;
მოამზადეს ონლაინ პოსტერები და ვიდეო საგზაო უსაფრთხოების წესებზე და სოციალურ მედიაში
განათავსეს.მოსწავლეებმა დაათვალიერეს სოფლის გზები და ის ადგილები
მოინიშნეს, სადაც საგზაო ნიშნების დამონტაჟება აუცილებელია. გარდა ამისა, გადაიღეს
უკვე დამონტაჟებული საგზაო ნიშნები და პოსტერები მოამზადეს მათი მნიშვნელობის აღწერილობით.
მოსწავლეები, ასევე, აპირებენ, ინიციატივით მიმართონ
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფლებში დამატებითი საგზაო ნიშნების დასაყენებლად
იქ, სადაც საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია მათი დადგმა. უახლოეს კვირაში მოსწავლეები გეგმავენ მოამზადონ პოსტერები
და თემის წევრებს აცნობონ ავტოსაგზაო წესების
დარღვევისთვის დადგენილი ჯარიმებისა და რეგულაციების შესახებ.