შიდა ქართლის რეგიონის სკოლების მოსწავლეთა ონლაინ შეხვედრა გაიმართა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტთან, სალომე ჩადუნელთან.სალომე USAIDის სამოქალაქო განათლების პროგრამის კურსდამთავრებულია და სკოლის ასაკში აქტიურად მონაწილეობდა სამოქალაქო პროექტებში.

შეხვედრის დროს სპიკერმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მოსწავლეებს, გაიხსენა ადგილობრივ ხელისუფლებასთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები თემის პრობლემების გადასაჭრელად, ისაუბრა ჟურნალისტის პროფესიაზე და სამოქალაქო საქმიანობაში ჟურნალისტების მონაწილეობის მნიშვნელობაზე; აღნიშნა, რო მოტივაცია და შრომისმოყვარეობა განსაკუთრებით უწყობს ხელს პიროვნული და ლიდერული უნარების განვითარებას და ახალგაზრდებს სამოქალაქო პროექტებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.