მოსწავლეებმა ქვემო ქართლის რეგიონის სკოლებიდან ბუნების დაცვის მსოფლიო დღე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აღნიშნეს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს თუ რა ზიანს აყენებს გარემოს პლასტმასის ნარჩენები.მათ გარემოს დაცვის თემაზე პოსტერები, პრეზენტაციები, ვიდეო რგოლები მოამზადეს და თემის წევრებს კლიმატის ცვლილებების თავიდან ასაცილებლად პლასტიკური ნარჩენების შემცირებისკენ მოუწოდეს. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მომზადებული მასალა შემდეგ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელეს.