შპს „დიო“-ს აღმასრულებელი დირექტორი და პარტნიორი თამაზ
დაუშვილი ფეისბუქ გვერდის საშუალებით მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შეხვდა.შეხვედრის დროს თამაზ დაუშვილმა კომპანია „დიო“-ს შექმნის, განვითარებისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრა და ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებით რჩევები გაუზიარა ახალგაზრდებს. ბოლოს კი მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა ლიდერობის, გუნდური მუშაობისა და ბიზნესის განვითარების საკითხებზე.
როგორია კომპანია „დიო“-ს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივები? რა დახმარებას უწევს კომპანია თემს? რა განსხვავებაა მენეჯერსა და ლიდერს შორის? არის თუ არა ლიდერობა თანდაყოლილი თვისება და თუ შეიძლება ამ თვისების განვითარება? რა უნარებია საჭირო ბიზნესში წარმატებისთვის? თქვენ როგორ წამოიწყეთ ბიზნესი? როგორ იმოქმედა COVID-19-მა თქვენს კომპანიაზე? ძნელია, იყო ლიდერი? რა რჩევა გაქვთ მომავალი მეწარმეებისთვის? რა სჭირდებათ ახალგაზრდებს, რომ ბიზნესი წამოიწყონ? მედია უჭერს მხარს ბიზნესს?- ეს იყო კითხვები, რომელიც ონლაინ დისკუსიის დროს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაუსვეს თამაზ დაუშვილს და რომელსაც მან ამომწურავად უპასუხა სოციალური ქსელის მეშვეობით. ონლაინ კონფერენციამ, რომელსაც 3000 მნახველი ადევნებდა თვალს, მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების დიდი ინტერესი გამოიწვია.