ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ფეისბუქ გვერდის საშუალებით მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შეხვდა.შეხვედრის დროს მომხსენებელმა მოქალაქეების როლზე ისაუბრა კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლაში და მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.რა როლს ასრულებს მოქალაქე კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლაში? ვის უნდა მიმართოს მან კორუფციის ფაქტის შემთხვევაში?

როგორ უმკლავდება საქართველო ნეპოტიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას? რა გამოწვევები, რეკომენდაციები და პრევენციული ზომები არსებობს კორუფციის წინააღმდეგ კოვიდ -19 პანდემიის დროს? – აი, ეს საკითხები განიხილა ეკა გიგაურმა მოსწავლეებთან ონლაინ დისკუსიის დროს. ეკა გიგაურმა სოციალური ქსელის მეშვეობით მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების შეკითხვებს უპასუხა საქართველოს ყველა რეგიონიდან.

ონლაინ კონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მას 2300 მნახველი ადევნებდა თვალს და მსვლელობის დროს 311 კითხვა დაისვა. ასეთი ღონისძიებები ძალიან სასარგებლოა მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისა და საზოგადოების წევრებისთვის და ხელს უწყობს ინფორმაციის გავრცელებას კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლაში მოქალაქეების როლის შესახებ.