ონლაინ შეხვედრა გაიმართა USAID საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორთან ადამ შმიდტთან. მომხსენებელმა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში ისაუბრა ამერიკული ოჯახის ცხოვრების შესახებ COVID-19 პანდემიის დროს, ასევე – დემოკრატიის, სამოქალაქო აქტივიზმისა და მოხალისეობის საკითხებზე და მოსწავლეებისა და პედაგოგების კითხვებსაც უპასუხა.რამდენად ძლიერია დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში? რა პროგრამებს ახორციელებს USAID მთელ მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხის ასამაღლებლად? რატომ თანამშრომლობს აშშ-ს მთავრობა საქართველოსთან? როგორ ხდებიან ახალგაზრდები პოლიტიკოსები აშშში? როგორ შეცვალა პანდემიამ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება? როგორ ახერხებთ პრობლემების მოგვარებას სახლში ყოფნის პირობებში? რას აკეთებთ თავისუფალ დროს? იყო თუ არა სტრეს „დარჩით სახლში“ თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის? რატომ აქვს მოხალისეობას ასეთი მაღალი შეფასება აშშ-ში? რამდენად პოპულარულია სამოქალაქო განათლება ამერიკაში და როგორ მონაწილეობენ ახალგაზრდები სამოქალაქო საქმიანობაში? – ეს ის კითხვებია, რომლებიც მოსწავლეებმა ადამ შმიდტს ონლაინ შეხვედრის დროს დაუსვეს.ონლაინ შეხვედრას ადამ შმიდტის უფროსი ვაჟი ფინიც შემოუერთდა.

ფინი საშუალო სკოლის მოსწავლეა. იგი მიესალმა ქართველ მოსწავლეებს და დისტანციური სწავლების საკუთარი გამოცდილება, ჩაკეტილობის პერიოდში განხორციელებული საქმიანობა და საქართველოში ყოფნის დროს მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.ადამ შმიდტმა სოციალური ქსელის მეშვეობით მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების შეკითხვებს უპასუხა საქართველოს ყველა რეგიონიდან. ონლაინ კონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მას 3100 მნახველი ადევნებდა თვალს და მსვლელობის დროს 278 კითხვა დაისვა.