სოფელ ასკანის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მოხალისეობის მნიშვნელობაზე თანატოლების ინფორმირება გადაწყვიტეს, მათ ჩაატარეს კვლევა და მოხალისეობის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია, ონლაინ დისკუსიის დროს იმსჯელეს თუ რის გაკეთება შეუძლიათ თემისთვის, განსაკუთრებით კი, თვითიზოლაციისა და პანდემიის პირობებში.მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია მოხალისეობის პრინციპებისა და მიზნების შესახებ და სოციალურ მედიაში განათავსეს.