სოფელ კვირიკეს მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გამართეს, რომლის სტუმარი ბათუმის მერიის სამოქალაქო საბჭოს თავმჯდომარე, კახაბერ გუჩმანიძე გახლდათ. მოსწავლეებს აინტერესებდათ, რას ნიშნავს, მწვანე ეკონომიკის კონცეფცია”?
რომელია გარემოს დაცვის ყველაზე ეფექტური გზა/საშუალება? რა არის საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანაში მდგრადი გარემოსდაცვითი მმართველობა გაძლიერდეს?ონლაინ შეხვედრის შემდეგ მოსწავლეებმა, გარემოს დაცვის საკითხებში თანატოლების ჩართვის მიზნით, ნახატებისა და სლოგანების კონკურსი მოაწყვეს და საუკეთესო ნამუშევრები ფეისბუქ გვერდზე ატვირთეს.