თბილისის №213 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს ეკოლოგიის საკითხებზე გაემახვილებინათ თანატოლების ყურადღება.მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, თუ რა ახდენს გარემოზე განსაკუთრებით მავნე ზემოქმედებას. მოამზადეს ელექტრონული პრეზენტაციები „მე ვუფრთხილდები დედამიწას”, დაამზადეს პოსტერები და ნახატები და გაავრცელეს სოციალურ ქსელში.