ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოუწესრიგებელი შიდა გზების აღდგენის შესახებ პეტიციით მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას.გაგაცნობთ თათა კასრაძის მიერ მომზადებულ პეტიციას:„როგორც ჩვენ მიერ ჩატარებულმა თემის საჭიროებების კვლევამ აჩვენა, გამოკითხულთა 70 % ერთ-ერთ ძირითად პრობლემად მოუწესრიგებელ შიდა გზებს მიიჩნევს.
ცენტრალური გზების რეაბილიტაციის მიუხედავად, გადაადგილების პრობლემას დაზიანებული შიდა გზები უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, რაც განსაკუთრებით უამინდობის დროს რთულდება.
ამავე მიზეზით მოსახლეობა შეფერხებით იღებს სამედიცინო თუ სხვა სახის საყოფაცხოვრებო მომსახურებას. შესაკეთებელი გზის მონაკვეთი 1,5 კმ-ია.უმორჩილესად გთხოვთ, განიხილოთ ჩვენ მიერ წარმოდგენილი პეტიცია და დაგვეხმაროთ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.“