გიულგიუნ მამედხანოვა, მარნეულის რაიონის სოფელ თაქალოდან არის. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია.

ამავდროულად ის არის მოხალისე ჟურნალისტი, დამწყები რეჟისორი, რადიო „მარნეულის“ საავტორო შემეცნებითი გადაცემის ავტორი და წამყვანი, მარნეულის თეატრის სტაჟიორი.გიულგიუნ მამედხანოვას თქმით მან ბევრი იშრომა ყოველივე ამის მისაღწევად. სკოლის ასაკში ძალიან მორცხვი და ჩაკეტილი გოგონა იყო, თანაკლასელებთანაც კი უჭირდა კომუნიკაცია.

„ყოველთვის მჯერა საოცრებების და მე-9 კლასში ეს საოცრება თვითონ მოვიდა ჩემთან, მას პროექტი “მომავლის თაობა” ერქვა, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით საქართველოს ყველა რეგიონს ფარავს. მან ჩემს ცხოვრებაში სიახლეები მოიტანა.

თანდათან ჩაკეტილობაც გადავლახე, ვისწავლე როგორ უნდა გავხდე აქტიური მოქალაქე. მანამდე გაცნობიერებულიც კი არ მქონდა რა არის მოქალაქეობა. „მომავლის თაობამ“ მე მომანიჭა თავისუფლება. ამ პროგრამის ფარგლებში მარნეულში იუსტიციის სახლში მოხალისედ ვმუშაობდი და იქ არაფორმალურ განათლებას ვღებულობდი. ამ დროს მივხვდი, რა არის თავისუფლება, დავისახე მიზნები, რომ მომავალში უფრო ძლიერი ვიქნებოდი და უფრო მეტ პოზიტიურ ცვლილებს შევიტანდი ჩემს ცხოვრებაში და ჩემს საზოგადოებაში. ვიცი, რომ ჩემსავით კიდევ ბევრი „გიულგიუნი“ არსებობს და ვიცი რომ, „მომავლის თაობა“ მათაც დაეხმარება, როგორც მე დამეხმარა“- ამბობს გიულგიუნ მამედხანოვა.