სოფელ განთიადის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთა კითხვით დაინტერესება და სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის განახლება გადაწყვიტეს.მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, თუ რომელი წიგნის წაკითხვა აინტერესებთ მათ თანატოლებს, შემდეგ დაამზადეს მწვანე ყუთები და მაკულატურის შესაგროვებლად სხვადასხვა დაწესებულებებში დადგეს.
შეგროვილი მაკულატურის თბილისში გადასაცვლელად ტრანსპორტირება სკოლის ადმინისტრაციამ უზრუნველყო.სკოლის ბიბლიოთეკის ფონდი კი შეგროვილ მაკულატურაზე გადაცვლილი 50 ახლი წიგნით შეივსო.