სოფელ ანაგის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა თემში წყლის პრობლემის მოგვარებაზე იზრუნეს. მათ ჩაატარეს გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა, რომ სკოლასა და საბავშვო ბაღს წყლის
მარაგის უკმარისობა ჰქონდა, ხოლო სოფლის ამბულატორიას საერთოდ არ მიეწოდებოდა
წყალი.
ამგვარად ყველაზე მნიშვნელოვანი სოფელში სწორედ ამ პრობლემის მოგვარება იყო. მოსწავლეებმა,
უფროსების დახმარებით, სკოლის წყლის საცავის შესაკეთებლად სამუშაოები ჩაატარეს და წყლის
მიწოდება აღადგინეს სკოლაში.
ამბულატორიის პრობლემის მოსაგვარებლად კი მათ ადგილობრივი
მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს მიმართეს და დაპირება მიიღეს, რომ 2020 წელს საჭირო
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება და სამედიცინო დაწესებულებას უწყვეტად ექნება
წყალი. მანამდე კი სამოქალაქო კლუბის წევრები ამბულატორიას მორიგეობით თავად
აწვდიან წყალს.