ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გადაშენების პირას მყოფი ქართული ბზის გადარჩენაზე იზრუნეს. მათ ინფორმაცია მოიძიეს კოლხური ბზის გამრავლების, მოვლისა და გარემოსთვის მისი მნიშვნელობის შესახებ.

მოსწავლეებს მასტერკლასიც ჩაუტარდათ ნერგების გამოყვანის შესასწავლად, ხოლო კოლხური ბზის გასამრავლებლად ნერგები ნაცხვავატევის ტყეში და ოჯახებიდან შეაგროვეს.