სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროექტების შედეგები წარმოადგინეს და ასევე – მცირე წარმოდგენა თანატოლთა შორის ჩაგვრის შემცირების თემაზე.მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტები გარემოს დაცვას, სათემო პრობლემების მოგვარებასა, კერძოდ – მდინარე „სურამულას“ გადარჩენას დაბინძურებისაგან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობას და სამოქალაქო განათლების ბანაკის ორგანიზებას ეხებოდა.
მოსწავლეთა ნამუშევრებს აშშ საერთაშორისო განვითარების დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი, USAID -ის წარმომადგენელი ნინო ბუაჩიძე და საზოგადოება „ბილიკის“ ხელმძღვანელი მარი მღებრიშვილი გაეცნენ, ასევე – პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია სამოქალაქო განათლების თემებზე.