სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა დისკრიმინაციის, თანასწორობის, ტოლერანტობის შესახებ თანატოლების ინფორმირება გადაწყვიტეს – მათ სოფელში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ცხოვრობენ და ტოლერანტობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იქ ურთიერთობებისთვის.
სკოლაში მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა, სადაც ქართველმა და აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა თანასწორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს; ერთობლივად მოამზადეს საინფორმაციო ფლაერები და კედლის გაზეთი, რომელიც სკოლასა და თემში გაავრცელეს.მოზარდებმა სკოლის ეზოში ფლეშმობიც მოაწყვეს, ფერადი ცარცებით მოხატეს ეზო და თანასწორობისა და ტოლერანტობის შესახებ გზავნილები დატოვეს.