დაბა მესტიის №2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა საგზაო უსაფრთხოებაზე იზრუნეს. სკოლა ცენტრალურ გზასთან მდებარეობს, სადაც არც სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშანი და არც ე.წ.

ზებრა გადასასვლელი არსებობდა. მოსწავლეებმა დახმარებისთვის მიმართეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერს, რომლის შუამდგომლობით განახლდა და მოწესრიგდა გადასასვლელი, თავად მოსწავლეებმა კი საინფორმაციო ფურცლები დაამზადეს საგზაო უსაფრთხოებაზე და გაავრცელეს თემში.