თბილისის № 119 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივა განახორციელეს: სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცოცავი მიწების გასამაგრებლად, პედაგოგის დახმარებით, მიწის სინჯი აიღეს და დაადგინეს, თუ რომელი მცენარეების დარგვაა აქ მიზანშეწონილი. შემდეგ შეიძინეს ეს ნერგები და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქციაც მოაწყვეს.

ამგვარად, მათ გაკვეთილზე ნასწავლი პრაქტიკაში გამოიყენეს და სკოლისათვის სასიკეთო საქმეც გააკეთეს.გარდა ამისა, მოსწავლეებმა ბუნებრივი და სტიქიური მოვლენების შესახებ ინფორმაცია უმცროსკლასელებსაც გაუზიარეს, ამავე თემაზე ნახატები გამოფინეს სკოლაში და საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს სკოლასა და თემში.მოსწავლეთა ეს ინიციატივა პროგრამის „მომავლის თაობა“ მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.