სალიბაურის №1 საჯარო სკოლაში აჭარის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებმა
მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროექტების შედეგები წარმოადგინეს;
ასევე – მცირე წარმოდგენა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის თემაზე და ფილმი თანატოლთა შორის
ჩაგვრის შემცირების შესახებ.

მოსწავლეთა ნამუშევრებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი, USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი, სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე, ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის დირექტორი მაია ქათამაძე გაეცნენ,ასევე – პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები.

მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტები ტრეფიკინგის პრევენციას, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას, სათემო პრობლემების მოგვარებასა და სასკოლო უსაფრთხოებაზე ზრუნვას ეხებოდა.