ქ. თბილისის №177 საჯარო სკოლაში თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა მოსამართლე შორენა წიქარიძესთან.შეხვედრის მონაწილეებმა მოსწავლეების მიერ ადამიანის უფლებების თემაზე განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს, რომელიც სკოლაში ჩატარებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესს, ადამიანის უფლებებზე გამართულ დისკუსიასა და არასრულწლოვანთა უფლებების სპეციალისტთან შეხვედრას ასახავდა.

მოსწავლეებს USAID საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორის მოადგილე ლორა ბერგერი, სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე, პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“

(PROLOG) ხელმძღვანელის მოადგილე ბრაიან ლედუკი და თბილისის №177 საჯარო სკოლის დირექტორი
გელა ოდიშელიძე მიესალმნენ.შემდეგ შორენა წიქარიძემ მოსამართლის პროფესიაზე ისაუბრა და მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრა USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ და USAID-ის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ USAID/(PROLoG) მხარდაჭერით გაიმართა.