ბათუმში, 26 მაისის სახელობის პარკში, ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა, რომელშიც პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლები მონაწილეობდნენ. ფესტივალზე სოფელ აჭყვას, ქობულეთის №6, სოფელ ზემო წინსვლის სკოლების მოსწავლეებმა მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროექტების ფოტო-გამოფენა წარმოადგინეს.

გამოფენაზე წარმოდგენილი პროექტები ეხებოდა თანატოლთა შორის ძალადობის შემცირებას, გარემოს დაცვას და გამწვანებას, თანატოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას, ქალთა უფლებების დაცვას, საგზაო უსაფრთხოებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას და ნაადრევი ქორწინების პრევენციას.