იმერეთის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბის მოსწავლეები მედიასთან თანამშრომლობის თემაზე გამართულ ტრენინგს დაესწრნენ. ტრენინგზე მათ მედიასთან ურთიერთობის გზები, მედია კამპანიების ორგანიზების, ახალი ამბების, რეკლამების მომზადების სპეციფიკა, ყალბი ამბების ამოცნობის ხერხები და მედია წიგნიერების მნიშვნელოვანი ასპექტები მიმოიხილეს.„როდესაც ამბობ, რომ ხარ აქტიური მოქალაქე და ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, აუცილებელია, საზოგადოებასთან და, მათ შორის, მედიასთან სწორი ურთიერთობა შეგეძლოს.
ამ ტრენინგზე ჩემთვის საინტერესო ბევრ შეკითხვაზე მივიღე პასუხი“ ამბობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი მარიამ სხილაძე.