წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯის №1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები სოფლის რწმუნებულს შეხვდნენ და საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. შედეგად მოსწავლეებმა სკოლის წინ ზებრა გადასასვლელის მოხატვის ნებართვა მიიღეს.სკოლაში სემინარიც იგეგმება თემაზე – ,,როგორ ვიმოძრაოთ უსაფრთხოდ”.

სემინარზე მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოსწავლეები საინფორმაციო კედლის გაზეთს დაამზადებენ და განათავსებენ სკოლაში, ხოლო საინფორმაციო ფლაერებს თემში დაარიგებენ.