„გავუფრთხილდეთ გარემოს!“ – ეს იყო თბილისის №119 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის თემაზე მოწყობილი აქციის მთავარი სლოგანი. კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებმა საინფორმაციო მასალა მოამზადეს და პოსტერების სახით გაავრცელეს თემში; ასევე – მოაწყვეს ნახატების გამოფენა-კონკურსი, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, დარგეს ნერგები, შეღებეს სკოლის ღობე, განაახლეს მათ მიერვე ადრე მოწყობილი სკვერი და სკვერისა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგვის ურნები განათავსეს.
მოსწავლეთა ასეთ აქტიურობას ხელს უწყობს გლდანი-ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლებთან შემდგარი თანამშრომლობა, რის შედეგადაც თბილისის №119 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრთა ინიციატივით ბევრი კარგი წამოწყების რეალიზება გახდა შესაძლებელი.